geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფრანგული ინსტიტუტისა (IFG) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოკლევადიანი სამეცნიერო სტაჟირების გრანტები

ცხადდება კონკურსი ერთთვიანი სამეცნიერო სტაჟირების გრანტის მოსაპოვებლად პოსტ-სადოქტორო მობილობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა (IFG) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტი მოიცავს:

  • კვლევით სტიპენდიას 2000 ევროს ფარგლებში
  • ორმხრივ ავიაბილეთს საფრანგეთის მიმართულებით 500 ევროს ფარგლებში.

 

 

განაცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 7 მარტიდან და გაგრძელდება 7 აპრილამდე.

 

განაცხადების წარდგენა ხდება რუსთაველის სამეცნიერო ფონდში. შედეგები გამოცხადდება 2022 წლის მაისის ბოლოს.
 

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ დანართი 1 და დანართი 2.

ასევე ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს: l’Institut français de Géorgie.

 

! არ გამოტოვოთ კვლევითი მობილობის პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია 2022 წლის 14 მარტს

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა: ce formulaire

 

 

თარიღი: 04/03/2022